დღე 1
მნიშვნელოვანია დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერს ვფლობ ნორმალურ დონეზე, დღეს რამოდენიმე საკითხი განვიხილეთ, რომელიც ჩემს მიერ დაკვირვებას საჭიროებდა. ბლოგის გახსნა იყო სიახლე ჩემთვის დღეს. ზოგადად ვიტყოდი, რომ ტრენერი ხსნის ყველა საკითხს გასაგები ენით.
დღე 2
დღევანდელი დღე გაცილებით აქტიური და ნაყოფიერი იყო ჩემთვის. ვისწავლეთ ბლოგის დიზაინის გაკეთება და შეცვლა, გაჯეტების დამატება. გავეცანით ვიდეოგაკვეთილების პორტალს, განვათავსეთ ინტერაქტიული გამოკითხვა ბლოგზე, რაც ძალიან სახალისო იყო ჩემთვის. მომდევნო დღე, ვთვლი, კიდევ უფრო საინტერესო იქნება.
დღე 3
დატვირთული და საინტერესო დღე იყო ჩემთვის. ვისწავლე გუგლის დრაივზე საქაღალდის და ფაილების ატვირთვა, დოკუმენტის შექმნა და გაზიარება მეილზე. ასევე გავეცანი დრაივში ინფორმაციის მოხვედრის გზებს. შევქმენი კითხვარი, გავგზავნე მეილზე და ბლოგზე გამოვაქვეყნე. ვისწავლე, როგორ ხდება კითხვარის წაშლა ბლოგიდან. ეს ყველაფერი დამეხმარება პედაგოგიურ საქმიანობაში, რათა სწავლა-სწავლების პროცესი უფრო ნაყოფიერი გახდეს.
დღე 4
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვისაუბრე ჩემი პროექტის დეტალებზე და გავიზიარე ტრენერის რჩევები, ვისწავლე როგორ დავადო პაროლი ჩემს მიერ შექმნილ დოკუმენტს, გუგლის დრაივზე ავტვირთე საქაღალდე და გავეცანი, როგორ ვიმუშაო დრაივზე ატვირთულ საქაღალდეში.
დღე 5
პროექტზე განვაგრძე მუშაობა . დავსვი ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი კითხვები პროექტის ირგვლივ, თუმცა დასაზუსტებელი მაქვს კიდევ კითხვები. შეფასების რუბრიკები გავარჩიე და ვფიქრობ, დაკვირვება დამჭირდება ამაზე. გავარჩიე როგორ ვიმუშაო ანონიმურ რეჟიმში. გავეცანი, როგორ ხდება პრეზენტაციის გაკეთება, სლაიდების და ფონების დადება. ბოლოს ერთი რამ, რაც მინდა დავაზუსტო: შემიძლია თუ არა ერთი კითხვა დავსვა თემატურ კითხვებში?
დღე 6
დღეს ალბათ ყველაზე დატვირთული დღე იყო. ვიმუშავე პრეზენტაციაზე. power point- ში ვისწავლე სხვადასხვა ტიპის დიაგრამის გაკეთება, მათი შეცვლა, მუსიკის დადება, ასევე მუსიკის ჩამოტვირთვა youtube-დან სლაიზე დასადებად. მუშაობა ჭირდება ამ ყველაფერს რომ კარგად დამახსომდეს.
დღე 7
დღევანდელი სატრენინგო დღე დაიწყო წინა დღით შესწავლილი მასალის გამეორებით, რაც ვთვლი, დადებითად წააადგა ჩემს ცოდნას. განვაგრძეთ პროექტზე მუშაობა. ჩემთვის ბუნდოვანი რაც იყო პროექტის მსვლელობის ირგვლივ, ტრენერთან დავაზუსტე დეტალები. ვიმუშავეთ ბროშურის შექმნაზე.
დღე 8
დღეს პროექტზე მუშაობა დავასრულე თითქმის. ტრენერთან გადავამოწმე ბუნდოვანი რაც იყო, შევიტანე შესწორებები. ჩემი პორტფოლიო გამოვაქვეყნე გუგლის დრაივზე და გავაზიარე ბლოგზე. ვისწავლე, როგორ მივუთითო ინტერნეტ რესურსები. მოვემზადეთ პრეზენტაციისთვის.
დღე 9
დღეს ბოლო სატრენინგო დღეა. შესაბამისად წარმოვადგინეთ ჩვენს მიერ მომზადებული პრეზენტაციები. მივაწყეთ დისკუსია. ინტელის ტრენინგებმა ბევრი საინტერესო რამ შემძინა: გამოვყოფდი power point- ში მუშაობას, პროექტის ბუკლეტის გაკეთებას, ბლოგის გახსნას, გუგლის დრაივზე ჩვენი პროექტების ატვირთვას....უღრმესი მადლობა ჩვენს ტრენერს, ბატონ ირაკლი ყორღანაშვილს, ყოველი სიახლის ასე საინტერესოდ გადმოცემისთვის. ასევე დიდი მადლობა განათლების და მეცნიერების სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი ტრენინგების ჩატარებისთვის. ეს ყველაფერი დადებითად წამადგება ჩემს შემდგომ პედაგოგიურ საქმიანობაში.
დასაწყისისათვის კარგია, უფრო მეტი ყურადღება გაამახვილე შენს სუსტ და ძლიერ მხარეებზე. გამოიკვლიე საკუთარი შესაძლებლობები, დასვი კითხვები
ReplyDeleteსასურველია (აუცილებელიც :) ) რეფლექსია პირველ პირში დაწერო. ვისწავლეთ არა. ვისწავლე :)
ReplyDelete